რეაბილიტირებული ინფექციური საავადმყოფო

23 მარტი 2017, 00:00 3190 ნახვა

ბათუმის ინფექციური საავადმყოფო, ფინანსურ მაქინაციებში გარეული დირექტორის, გახმაურებული ამბის შემდეგ, დღეს ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა. ამჯერად პოზიტიურად. საავადმყოფოს შენობის ნაწილი, რომელიც წლებია რეაბილიტაციას საჭიროებდა, გარემონტდა. სამადიცინო დაწესებულებას ახალი პროფილიც დაემატა, თუმცა ახლა ადმინისტრაცია ახალი გამოწვევის წინაშე დგას - ეს პროფესიონალი კადრების დეფიციტია. იგეგმება უმცროსი ექიმების მიწვევა და ადგილზე გადამზადება. ჯერ არ არის გადაწყვეტილი რა ბედი ელის საავადმყოფოს მეორე კორპუსს, რომელიც ასევე რეაბილიტაციას საჭიროებს.  

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი