საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა, თუმცა ჯერ გადაწყვეტილებაზე ხელი არ მოუწერია - ამის შესახებ პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „ტვ პირველისთვის“ მიცემულ ინტერვიში განაცხადა.
"ეს გადაწყვეტილება მივიღე დღეს, 10:00 საათზე. არ შეიძლება, რომ ეს ახალგაზრდა ცხრა წლით დაისაჯოს. ხელი ჯერ არ მომიწერია“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
თბილის საქალაქო სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისი ორივე მუხლით, როგორც პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფაში, ასევე სახელმწიფო ქონების განადგურებაში, დამნაშავედ ცნო და მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.