ირაკლი კობახიძის და ოლაფ შოლცის ერთობლივი პრესკონფერენცია

12 აპრილი 2024, 15:44 374 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში იმყოფება, სადაც გერმანიის კანცლერ, ოლაფ შოლცს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ, ირაკლი კობახიძის და ოლაფ შოლცის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა.

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ გერმანია საქართველოს სანდო პარტნიორად რჩება და  საქართველოს გზას ევროკავშირის მიმართულებით მომავალშიც მხარს დაუჭერს.

"მოხარულები ვართ, რომ ძალიან ბევრი რეფორმა ტარდება, რომელიც უნდა გაგრძელდეს, ვგულისხმობ სასამართლოს რეფორმას და ასევე დეოლიგარქიზაციის შესახებ რეფორმებს. მომავალი საპარლამენტო არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია, ეს გახლავთ საფუძველი კანდიდატის სტატუსის შემდგომი პროცესის განვითარებისთვის. გერმანია საქართველოს სანდო პარტნიორად რჩება, ჩვენ საქართველოს გზას ევროკავშირის მიმართულებით მომავალშიც დავუჭერთ მხარს,"- განაცხადა გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა. 

ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველო გააგრძელებს რეფორმების განხორციელებას ევროკომისიის რეკომენდაციების ფარგლებში.

"ჩვენ ვაგრძელებთ რეფორმების პროცესს. ამას ვაკეთებთ ევროკომისიის მიერ დაფიქსირებული რეკომენდაციების ფარგლებში და იმედი გვაქვს, რომ საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმები ჯეროვან შეფასებას დაიმსახურებს.

ასევე ვისაუბრეთ სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებულ უსაფრთხოების ლანდშაფტზე და მინდა, ხაზი გავუსვა, რომ დღეს მიმდინარე პროცესების ფონზე გერმანიის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, რისთვისაც ბატონ ფედერალურ კანცლერს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადე," - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი