„ლივერპულის“ მარცხი „ატალანტასთან“ „ენფილდზე“ 

12 აპრილი 2024, 08:50 406 ნახვა

გუშინ გაიმართა ევროპალიგის ოთხი მეოთხედფინალური შეხვედრა. „ბენფიკამ“ „მარსელს“ უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. „ლევერკუზენმა“ ლონდონის „ვესტ-ჰემი“ მიიღო და 2:0 გაიმარჯვა. ეს გერმანული კლუბისთვის ზედიზედ 42-ე წაუგებელი მატჩია და „იუვენტუსის“ სრულ რეკორდამდე კი ერთი წაუგებელი მატჩი აკლია.

საკუთარ მოედანზე 0:3 წააგო „ატალანტასთან“ „ლივერპულმა“, რითაც 33-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა.

კიდევ ერთი შეხვედრა მილანში გაიმართა, სადაც სან-სიროზე „მილანი“ „რომას“ დაუპირისპირდა და 0:1 დამარცხდა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი