„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი ევროპულ ნორმებთან და ღირებულებებთან შეუთავსებელია - პაველ ჰერჩინსკი

11 აპრილი 2024, 12:00 362 ნახვა

საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი ევროპულ ნორმებთან და ღირებულებებთან შეუთავსებელია.

ჰერჩინსკიმ იმედი გამოთქვა, რომ  მოიძებნება გზა გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზაციის, მარგინალიზებისთვის გვერდის ავლის გარეშე.

„როგორც არის ახლა, ეს შეუთავსებელია და განსაკუთრებით ამჟამინდელ კონტექსტში, ევროკომისიისთვის ძალიან რთული იქნება, გააკეთოს დადებითი შეფასება ამ კანონის მიღების შემთხვევაში. მესმის, რომ ეს არის მხოლოდ წინადადება, იქნება დისკუსიები, რომლებიც გაგრძელდება რამდენიმე კვირა, შესაძლოა, რამდენიმე თვეც კი. გულწრფელად ვიმედოვნებ, მოიძებნება გზა გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, რაც არის აბსოლუტურად ლეგიტიმური, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების სტიგმატიზაციის, მარგინალიზებისთვის გვერდის ავლის გარეშე, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ნებისმიერ დემოკრატიაში, მათ შორის საქართველოში, ევროკავშირის წევრობის გზაზე მიმავალ ქვეყანაში“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი