ძალოსანთა ნაკრებმა კიდევ ერთი ოლიმპიური ლიცენზია მოიპოვა 

10 აპრილი 2024, 08:55 350 ნახვა

ტაილანდში გრძელდება ძალოსან ქალ-ვაჟთა მსოფლიოს თასი, რომელიც პარიზის ოლიმპიური თამაშების სავალდებულო სალიცენზიო ჩასათვლელი ტურნირიცაა. მსოფლიოს და ევროპის მრავალგზის ჩემპიონმა და პრიზიორმა შოთა მიშველიძემ და ირაკლი ჩხეიძემ მსოფლიოს თასზე სავალდებულო სალიცენზიო ჩათვლა მიიღეს და ახლა ლიცენზიის ოფიციალურ დასტურს დაელოდებიან.

ქართველმა ათლეტებმა ლიცენზირებისთვის საჭირო შედეგების მხოლოდ მინიმუმი დააფიქსირეს, რადგან მწვრთნელები ოლიმპიადის წინ ტრავმის მიღების საფრთხეს მოერიდნენ.

ტაილანდში ნაკრების კიდევ სამი წევრი - ანასტასია გოტფრიდი, ზაზა ლომთაძე და ლაშა ტალახაძე იასპარეზებენ.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი