ბაქოში, ოლიმპიადის სალიცენზიო ტურნირი დასრულდა. ქართველმა მოჭიდავეებმა დამატებით მხოლოდ 2 ლიცენზია მოიპოვეს.
ერთი ლიცენზია ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე რობერტ კობლიაშვილმა 97 კგ.წონით კატეგორიაში აიღო, ხოლო მეორე ლიცენზია თავისუფალ ჭიდაობაში 65 კგ-ში გოდერძი ძებისაშვილის ანგარიშზეა.
შეგახსენებთ, რომ აქამდე თავისიფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრებს გივი მაჭარაშვილის (97 კგ.) და გენო პეტრიაშვილს (125 კგ.) ჰქონდათ ლიცენზიები.
ამ დროისთვის 6 ოლიმპიური წონიდან ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს 1 ლიცენზია აქვს, ხოლო თავისუფალ ჭიდაობაში კი 3 ლიცენზია.
მოჭიდავეებს პარიზში გამგზავრების ბოლო შანსი 9-12 მაისს ექნებათ, როდესაც მსოფლიო სალიცენზიო დასკვნითი ტურნირი ჩატარდება. ამ შეჯიბრზე თითო წონაში 3 საგზური გაიცემა.