ადიგენში განვითარებული მოვლენები

06 აპრილი 2024, 11:55 451 ნახვა

გუშინ ადიგენში განვითარებულ მოვლენებს სპეციალური ბრიფინგით ეხმაურება "სოციალური სამართლიანობის ცენტრი”. სოლიდარობის თემთან და სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ითქვა, რომ სახელმწიფოს არ აქვს ქმედითი გეგმა, რომელიც ადგილზე სოციალურ მშვიდობას და მუსლიმი თემის რელიგიის თავისუფლებასა და თანასწორობის პრინციპებს დაიცავს. ისინი საქართველოს მთავრობას კონფლიქტის მოგვარებისა და ადამიანის უფლებების დაცვის მიზნით, დროული და ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებენ. ცნობისთვის, გუშინ დაბა ადიგენში დაძაბული ვითარება იყო, ადგილობრივები კერძო სახლში პარასკევის ლოცვის ჩატარებას ეწინააღმდეგებოდნენ. სიტუაციის განსამუხტად ტერიტორიაზე მობილიზებული იყო პოლიცია.

ნინო ლორჩოშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში