რუსეთში, ორენბურგის ოლქის ქალაქ ორსკში კაშხალი გასკდა. რუსული მედიის ინფორმაციით, მიმდინარეობს ქალაქში მცხოვრებლების ევაკუაცია.
ადგილობრივი მედიის ცნობით, წყალდიდობის ზონაში ათი ათასამდე ადამიანი ცხოვრობს.
ორენბურგის ოლქის მთავრობის ინფორმაციით, ევაკუაციისთვის მომზადებულია დროებითი ევაკუაციის ცენტრები.
როგორც ადგილობრივი მედია იტყობინება, მაშველები კაშხლის გამაგრებას ცდილობენ.