საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი პარაგვაიში

04 აპრილი 2024, 14:01 288 ნახვა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ვიზიტი პარაგვაიში მას შემდეგ, რაც  ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობები  დამყარდა. ილია დარჩიაშვილს  პარაგვაის   პრეზიდენტმა უმასპინძლა,  შეხვედრას ასევე ესწრებოდა  ქვეყნის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარეც. მხარეებმა ხაზი გაუსვეს საერთო ღირებულებებს და გამოთქვეს მზაობა გააქტიურონ მუშაობა ქვეყნებს შორის მჭიდრო კავშირების განსამტკიცებლად.

გარდა ამისა, განიხილეს  ევროპის რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, პარაგვაის რესპუბლიკის პრეზიდენტი კი დაინტერესდა საქართველოს რეგიონული როლითა და ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესით.

ქართულმა მხარემ პრეზიდენტს ინფორმაცია მიაწოდა ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი მდგომარეობის შესახებ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში