შეჯიბრება კრივში

03 აპრილი 2024, 20:03 486 ნახვა

საბერძნეთში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე კრივში წარმატებით იასპარეზა ბათუმის კრივის აკადემიის სპორტსმენმა ლანა ბოლქვაძემ, რომელმაც ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ლანა უკვე ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება.

ამჯერად ბათუმელი მოკრივე 22-წლამდელთა ასაკობრივ კატეგორიაში იასპარეზებს. აქვე გეტყვით, რომ ლანა ბოლქვაძე საქართველოს ორგზის ჩემპიონია.

საბერძნეთში გამართულ ტურნირზე წარმატება მოიპოვეს სხვა ქართველმა სპორტსმენებმაც.

რაჰიბა ისმაილოვა ტურნირის გამარჯვებული გახდა, მან გადამწყვეტ შეხვედრაში ბერძენი მოკრივე დაამარცხა. თათია ბუკიამ კი ვიცე-ჩემპიონის  ტიტული მოიპოვა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში