ბაქოს ტურნირზე ქართველი მოჭიდავეები ოლიმპიური ლიცენზიებისთვის იბრძოლებენ 

03 აპრილი 2024, 08:50 354 ნახვა

აზერბაიჯანის დედაქალაქი ბაქო 5-8 აპრილს ჭიდაობაში ევროპის საკვალიფიკაციო ტურნირს უმასპინძლებს, სადაც პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიებს მხოლოდ შეჯიბრების ფინალისტები მიიღებენ.

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები 5 აპრილს იასპარეზებს. საქართველოს ნაკრების შემადგენლობა კი ასეთია: 60 კგ ლერი აბულაძე; 67 კგ დიეგო ჩხიკვაძე; 77 კგ იური ლომაძე; 87კგ გურამ ხეცურიანი; 97 კგ რობერტ კობლიაშვილი და 130 კგ იაკობ ქაჯაია.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი