სასამართლო დარბაზი ერთადერთი ადგილია, სადაც კამერის დანახვისას პოლიციელები ჟურნალისტებს პრესსამსახურთან ვერ ამისამართებენ. სწორედ ამიტომ პოლიციელების ჩვენებები საჯარო განხილვის თემა ხდება. დღეს მოსამართლე გოჩა ფუტკარაძემ აქციის დაწყებამდე დაკავებული პირების საქმის წარმოება შეწყვიტა. პოლიციელებმა ვერ დაამტკიცეს რომ ჯიმი ვარშანიძე და რამაზ ხიმშიაშვილი მათ წინააღმდეგობას უწევდა და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა. აქციის დაწყებამდე დაკავებული ჯიმი ვარშანიძე მხოლოდ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის 100 ლარით დაჯარიმდა.