უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი თენგიზ ჭანია საქართველოში ჩამოასვენეს

03 აპრილი 2024, 10:09 427 ნახვა

უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი თენგიზ ჭანია საქართველოში ჩამოასვენეს.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მისი ოჯახის წევრები, მეგობრები და თანამებრძოლები იმყოფებოდნენ. 48 წლის მებრძოლი დონეცკის ოლქის ქალაქ ავდეევკაში საარტილერიო თავდასხმას ემსხვერპლა.

თენგიზ ჭანიას ოჯახის წევრების ინფორმაციით ის სამხედრო სამსახურში სკოლის დამთავრების დღიდან ჩაერთო და იბრძოდა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად.

თენგიზ ჭანიას ზუგდიდის რაიონის სოფელ განმუხურში, საზღვართან ახლოს სამხედრო პატივით სამშაბათს, 9 აპრილს დაკრძალავენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი