დღეს „მინისტრის საათი“-ს ფორმატში პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ლევან დავითაშვილს მოუსმენენ.
დავითაშვილი სესიაზე თავდაპირველად უწყების მიერ გაწეული მუშაობისა და გეგმების შესახებ ისაუბრებს, რის შემდეგაც დეპუტატების კითხვებს უპასუხებს.
პარლამენტის ტრიბუნა ასევე დაეთმობა დეპუტატების პოლიტიკურ განცხადებებს. მმართველი გუნდის განცხადებები კვლავ ეკონომიკის სწრაფ ზრდას ეხება, ოპოზიცია კი ხელისუფლებას ეკონომიკაზე მათი შეფასებების გამო აკრიტიკებს.