დღეს საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მეექვსე ტურში საქართველოს მოქმედი ჩემპიონი ბათუმის „დინამო“ სტუმრად „იბერია 1999“-ს დაუპირისპირდა და 0:3 დამარცხდა.
ზღვისპირელები ხუთი ტურის შემდეგ ხუთი გამარჯვებით სატურნირო ცხრილს ლიდერობედნენ, „იბერია“ კი 10 ქულით მესამე პოზიციაზე იყო.
ორი გოლი ბათუმელთა კარში გიორგი კოხრეიძემ გაიტანა, ერთი კი საბა მამაცაშვილმა. 8 აპრილს კი ბათუმის დინამო თბილისის დინამოს უმასპინძლებს.