ჯვაროსნების ჯამური ფასი 150 მილიონ ევროზე მეტია

02 აპრილი 2024, 20:02 448 ნახვა

პორტალმა „ტრანსფერმარკეტმა“ მონაცემები განაახლა, რომლის მიხედვითაც, ევროპის ჩემპიონატზე გასული საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების სატრანსფერო ფასი 150 მილიონ ევრომდე გაიზარდა. „ვალენსიას“ მეკარის, გიორგი მამარდაშვილის ფასი 35 მილიონი ევრო გახდა, წინა ფასი 30 მილიონი ევრო იყო.

გაიზარდა გიორგი მიქაუტაძის სატრანსფერო ღირებულება და ახლა ცხრა მილიონ ევროს შეადგენს, წინა მაჩვენებელი იყო რვა მილიონი ევრო.საქართველოს ნაკრების ხუთი ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელის სია კი ასეთია: ხვიჩა კვარაცხელია, „ნაპოლი“ – 80 მილიონი ევრო. გიორგი მამარდაშვილი, „ვალენსია“ – 35 მილიონი ევრო. გიორგი მიქაუტაძე, „მეცი“ – 9 მილიონი ევრო. ოთარ კიტეიშვილი, „შტურმი“ – 3 მილიონი ევრო. საბა საზონოვი, „ტორინო“ – 3 მილიონი ევრო.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში