თურქეთის ქალაქ ანტალიაში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემი საქართველოს ნაკრებისთვის უმედლოდ დამთავრდა. ტურნირის დასკვნით დღეს ჩვენი გუნდი ხუთი ძიუდოისტით გამოვიდა და ხუთივე ადრეულ ეტაპზე დამარცხდა.
შეგახსენებთ, რომ 2023 წელს ანტალიის გარნდ სლემზე საქართველოს ნაკრებმა შვიდკაციანი შემადგენლობით იასპარეზა, თუმცა ტურნირი შარშანაც მედლის გარეშე დაასრულა.