პარლამენტი საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების განხილვას იწყებს. საკითხის განხილვა დღეს იურიდიული კომიტეტის სხდომაზე მოხდება. ცვლილება მაჟორიტარობის კანდიდატებისთვის 40 %-იანი საარჩევნო ბარიერის მოხსნას გულისხმობს.
ინიციატივა "ქართულ ოცნებას" ეკუთვნის. ამავე ცვლილებით კოდექსს ახალი მუხლი ემატება, რომლის თანახმად პარტიას უფლება ექნება პარლამენტის წევრობის კანდიდატი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა დელეგატად განსაზღვროს.