საზოგადოების წინაშე ხელისუფლების ანგარიშვალდებულების გამჭვირვალობის პრინციპების დაცვა არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა. ასევე, გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობა არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ამ მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა.
„როგორც ხელისუფლება, ისე, ჩვენი პარტნიორები, ძალიან დიდი ყურადღებით ეკიდებიან კორუფციასთან ბრძოლას. ეს არის ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი. საზოგადოების წინაშე ხელისუფლების ანგარიშვალდებულების გამჭვირვალობის პრინციპების დაცვა არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა. ასევე, გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობა არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი. ამ მიმართულებით, არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა გასული პერიოდის განმავლობაში. მათ შორის, ჩვენ მთავრობაში მივიღეთ გადაწყვეტილება, ყველა განკარგულების გამოქვეყნების თაობაზე, რაც არის ჩვენი პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე“, - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, კორუფციული გადაწყვეტილებებისაგან სასამართლოს თავისუფლებით ინდექსში საქართველო მსოფლიოს 40 საუკეთესო ქვეყანას შორის მოხვდა და რეგიონში უპირობო ლიდერია.