სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ბაკურიანში

29 მარტი 2024, 12:08 474 ნახვა

ამ დრომდე ვერ პოულობენ ახალგაზრდა კაცს ბაკურიანში, სადაც გუშინ მთის ფერდობიდან ჩამოიშალა თოვლის მასა, რომელშიც, სავარაუდოდ, ის მოყოლილია.  

არსებული ინფორმაციით, 50 წლამდე მამაკაცი ბოლოს ციხიჯვრის ტერიტორიაზე იმყოფებოდა, მისი კვალი კი ოთო-ოშორის გზიდან იკარგება.    

სამაშველო ოპერაცია დილიდან განახლდა.  ადგილზე მობილიზებულები არიან მეხანძრე-მაშველები და შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები.     

ცოცხალი ძალის გარდა ძებნა-შველის ოპერაცია სამაშველო დრონებითაც  გრძელდება, ასევე ადგილზეა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიც, რომელიც საჭიროებისთანავე პროცესში ჩაერთვება.

ნინო ლორჩოშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში