რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის წინააღმდეგ კიდევ ერთი მასიური სარაკეტო შეტევა განახორციელეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, დნიპროს, კამენსკის, ჩერკასისა და ხმელნიცკის ოლქებში აფეთქებების ხმები ისმოდა. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ლვოვში საჰაერო თავდაცვა მუშაობდა.
ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაცით, მტრის სამიზნე იყო დნეპროპეტროვსკის, პოლტავასა და ჩერკასის რაიონებში ელექტროენერგიის წარმოების ობიექტები.
უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაანეიტრალეს 440 790 დამპყრობელი.