“საქართველო ევროპისკენ” - ამ შეძახილებს გუშინ ქვეყნის ყველა ქალაქში გაიგონებდით, რადგან საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ისტორიულ გამარჯვებას ზეიმობდა წუხელ სრულიად საქართველო.
ქუჩებში ისმოდა საქართველოს ჰიმნი და მილოცვები იგრძნობოდა ემოციები კორპუსებიდანაც, ქომაგები მატჩის დასრულებისთანავე სტადიონზე საქართველოს დროშებით შევიდნენ და ფეხბურთელებს გამარჯვება მიულოცეს.
გამარჯვება აღნიშნეს ბათუმშიც. მოქალაქეები საყვირებითა და საქართველოს დროშებით გადაადგილდებოდნენ ქუჩებში.