ბრაზილიამ და საფრანგეთმა ბრაზილიისა და გაიანეს ამაზონის ტროპიკული ტყეების დასაცავად საინვესტიციო პროგრამა წამოიწყეს, რომელიც მოიცავს ერთ მილიარდ ევროს. ამ თანხას კერძო და სახელმწიფო ფონდები მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში გამოყოფენ.
განცხადება საფრანგეთის პრეზიდენტის სამხრეთ ამერიკულ ქვეყანაში სამდღიანი ვიზიტის დროს გაკეთდა, სადაც ის ამაზონის შესართავთან ბელემში ბრაზილიის პრეზიდენტ ლუის ინასიო ლულა და სილვას შეხვდა.