ისტორიული გამარჯვება - საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს

27 მარტი 2024, 12:08 369 ნახვა

ისტორიული დღე ისტორიული გამარჯვებით, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ქართული ფეხბურთის ისტორიაში პირველად  ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.  საქართველოს ნაკრებმა ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ შეხვედრაში საბერძნეთის ეროვნულ ნაკრები დაამარცხა. 120-წუთიანი ბრძოლა უგოლოდ დასრულდა,  თუმცა პენალტების სერიაში  საქართველოს ნაკრებმა იმარჯვა.  

ანგარიშის ბედი პენალტების სერიაში გადაწყდა - საქართველოს სასარგებლოდ - 4:2. გადამწყვეტი  11 მეტრიანი  ბერძნების კარში ნიკა კვეკვესკირმა გაიტანა. 

შეიძლება ითქვას ეს შეხვედრა  იყო  დაძაბული,  ორმხრივი შეტევებით  კვარაცხელია ორჯერ წააქციეს, რამდენიმე ფეხბურთელმა ყვითელი ბარათიც მიიღო.  საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველ თამაშს დორტმუნდში თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ  18 ივნისს  ჩაატარებს.     

ევრო 2024-ის მეტოქეებიდან ყველაზე კარგად სწორედ თურქეთის ნაკრებს იცნობს, რომელსაც აქამდე 5-ჯერ შეხვდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში