მსხვერპლით დასრულდა ავარია ქობულეთში. დაიღუპა სამი ადამიანი. სავარაუდოდ ისინი ერთი ოჯახის წევრები არიან. ქობულეთის შემოვლით გზაზე, გამთენისას, სოფელ ოჩხამურთან ორი ავტომობილი შეეჯახა ერთმანეთს.
სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის განმარტებით, ადგილზე მისულ ბრიგადას სამი ადამიანი გარდაცვლილი დახვდა. დაშავებულები არიან მძღოლებიც, მათ ოპერაცია დასჭირდათ.
ერთ-ერთი რეანიმაციაში რჩება ამ დრომდე. კიდევ ერთი დაშავებული კი ოჯახის მოთხოვნით, რეანომობილით ამ წუთებში თბილისში გადაჰყავთ.