საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების შეკრება გრძელდება. ლუქსემბურგთან გამარჯვების შემდეგ, ვილი სანიოლის გუნდი ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი ოფის გადამწყვეტი მატჩისთვის ემზადება.
ხვალ „ჯვაროსნები“ დინამო არენაზე საბერძნეთის ნაკრებს დაუპირისპირდებიან. ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შემთხვევაში, საქართველოს ნაკრები F ჯგუფში ითამაშებს, სადაც მისი მეტოქეები თურქეთის, პორტუგალიის და ჩეხეთის ნაკრებები იქნებიან.
ევრო 2024 14 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით გერმანიაში გაიმართება.