ავთანდილ ჭრიკიშვილი დიდი სპორტიდან გააცილეს

24 მარტი 2024, 09:11 332 ნახვა

ტიტულოვანი ქართველი ძიუდოისტი ავთანდილ ჭრიკიშვილი დიდი სპორტიდან თბილისის გრანდ სლემზე გააცილეს. ავთანდილ ჭრიკიშვილი მსოფლიოს ჩემპიონია, ხოლო ევროპის ჩემპიონატი სამჯერ აქვს მოგებული.

2014 წელს ის მსოფლიოს წლის საუკეთესო ძიუდოისტად დაასახელეს. არის გრანდ სლემებისა და მასტერსების არაერთგზის გამარჯვებული და პრიზიორი.

დღეს სპორტიდან ქართული ძიუდოს კიდევ ერთ ლეგენდას, ნაკრების კაპიტანს ვარლამ ლიპარტელიანს გააცილებენ.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში