საქართველოსა და საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა ხვალიდან დაიწყება

22 მარტი 2024, 14:00 495 ნახვა

ევრო 2024-ის პლეი-ოფის ფინალში საქართველოს ნაკრები საბერძნეთის ნაკრებს უმასპინძლებს. 

ბილეთები მხოლოდ ონლაინ რეჟიმში გაიყიდება და მისი რეალიზაცია TKT.GE-ზე 23 მარტს, 12:00 საათზე დაიწყება.

თითოეულ მომხმარებელს, მხოლოდ ოთხი ბილეთის შეძენა შეეძლება. ბილეთების ფასი კი 10, 20, 30 და 50 ლარია. 

საქართველოსა და საბერძნეთის მატჩი 26 მარტს, „დინამო არენაზე" 21:00 საათზე დაიწყება.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში