ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერთა ორდღიანი სამიტი იწყება

21 მარტი 2024, 09:54 262 ნახვა

ბრიუსელში დღეს ევროკავშირის ლიდერების სამიტი გაიმართება. ორდღიანი სამიტის ფარგლებში ლიდერები ევროპის თავდაცვის გაძლიერებაზე ისაუბრებენ. მთავარი თემა კი უკრაინაში მიმდინარე ომი იქნება. 

როგორც ევროპული საბჭოს პრესრელიზშია აღნიშნული, საუბარი ასევე შეეხება ვითარებას ახლო აღმოსავლეთში, მიგრაციასა და სოფლის მეურნეობის სექტორში არსებულ პრობლემებს.

როგორც ცნობილია, სამიტზე ასევე განხილული იქნება ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკა, უფრო კონკრეტულად კი, საუბარი შეეხება უკრაინას, მოლდოვასა და ბოსნია-ჰერცეგოვინას.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში