პოლონელი ფერმერები რამდენიმე დღით გერმანიასთან საზღვრის გადაკეტვას აანონსებენ

17 მარტი 2024, 18:24 325 ნახვა

პოლონელი ფერმერები გერმანიასთან საზღვრის ბლოკირებას აანონსებენ. პროტესტი ოთხი დღე გაგრძელდება.

როგორც უცხოური მედია იტყობინება, ორივე მიმართულებით მოძრაობის ყველა ზოლი გადაიკეტება.

სასაზღვრო გადასასვლელი მდებარეობს ბერლინისა და ვარშავის დამაკავშირებელ ავტობანზე, რომლის გასწვრივ, გერმანიასა და პოლონეთს შორის, ყოველდღიურად, დაახლოებით, 17 ათასი სატვირთო მანქანა მოძრაობს.

პოლონეთისა და გერმანიის მთავრობები სატრანსპორტო მოძრაობის მნიშვნელოვან შეფერხებას ელოდებიან.

ფერმერები უკრაინიდან სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შეუზღუდავი ექსპორტის წინააღმდეგ გამოდიან, ასევე, ითხოვენ ევროკავშირის გარემოსდაცვითი რეგულაციების შემსუბუქებას.

შეგახსენებთ, ევროპაში ფერმერთა საპროტესტო გამოსვლების საპასუხოდ, გუშინ, ევროკომისიამ კლიმატურ და გარემოსდაცვით ზომებთან დაკავშირებული შეღავათები წარადგინა.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში