უკრაინაში კონკრეტული წინადადებებით და გადაწყვეტილებებით ჩავალ - ემანუელ მაკრონი 

17 მარტი 2024, 14:20 392 ნახვა

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ უკრაინაში კონკრეტული გადაწყვეტილებებით აპირებს ჩასვლას.

მაკრონმა უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ მისი ვიზიტი მოხდება მაშინ, როდესაც მზად ექნება „კონკრეტული წინადადებები და კონკრეტული გადაწყვეტილებები“.

„აბსოლუტურად გულწრფელად გეტყვით: აუცილებლად ჩამოვალ. მე მაქვს წესი, ჩემი ვიზიტი მაქსიმალურად სასარგებლო უნდა იყოს უკრაინისთვის. მე ჩამოვალ უკრაინაში კონკრეტული წინადადებებით, კონკრეტული გადაწყვეტილებებით“, – განაცხადა მაკრონმა.

 

საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, მისი ვიზიტი „ძლიერი გზავნილის და თანამშრომლობის ახალი მიმართულებების“ აღმნიშვნელი იქნება.

ორშაბათს ელისეის სასახლეში განაცხადეს, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი უკრაინას უახლოეს კვირებში ეწვევა. ვიზიტის კონკრეტული თარიღი, ამ დროისთვის, უცნობია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი