სურსათის ეროვნულმა სააგენტომ პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სარეალიზაციო ობიექტების კონტროლი გააქტიურა. ქვეყნის მასშტაბით 600-მდე ასეთი მაღაზია შემოწმდება.
სააგენტოს ინფორმაციით პრეპარატების ხარისხის დასადგენად მიმდინარეობს ნიმუშების აღება.
შემოწმების დროს, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სასოფლო-სამეურნეო პრეპარატების წარმოების, დაფასოების, მარკირების, შეფუთვის, შენახვისა და რეალიზაციის პირობებს.
კონტროლის მიზანია უხარისხო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მცენარეთა დაცვის საშუალებების რეალიზაციის აღკვეთა.