რუსეთში მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნები, ევროპის შეშფოთების კიდევ ერთი საბაბია. გაერო-ს 50-ზე მეტი სახელმწიფო, მათ შორის საქართველო, გმობს რუსეთის მცდელობას, ჩაატაროს საპრეზიდენტო არჩევნები უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში.
შესაბამისი ერთობლივი განცხადება გაერო-ში უკრაინის ელჩმა, სერგეი კისლიცამ წაიკითხა.
ბრიფინგის დროს სერგეი კისლიცას სოლიდარობის ნიშნად გვერდში ედგა გაერო-ში 56 ქვეყნის ელჩი.