17-19 მარტს, ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი აზერბაიჯანს, საქართველოსა და სომხეთს ეწვევა. ამის შესახებ, ინფორმაცია ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
თბილისში იენს სტოლტენბერგი, 18 მარტს, აზერბაიჯანიდან ჩამოვა. იგი პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილს და პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძეს შეხვდება.
ნატო-ს გენერალური მდივანი და ირაკლი კობახიძე, ვიზიტის ფარგლებში, ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.
იენს სტოლტენბერგი 19 მარტს საქართველოდან ერევანში გაემგზავრება.