აჭარაში დაბებისა და სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროექტი იწყება. სამშენებლო სამუშაოების შესახებ პრეზენტაცია დაბა ოჩხამურში გაიმართა.
პროექტის ფარგლებში თანამედროვე სტანდარტების წყლის და წყალარინების სისტემით აჭარაში მცხოვრები დაახლოებით 6 000 ოჯახი ისარგებლებს. სამუშაოები აჭარის 39 სოფელსა და დაბაში განხორციელდება.
აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში სამშენებლო სამუშაოები ერთდროულად დაიწყება და სოფლების ჩართვა ახალ სისტემაში ეტაპობრივად მოხდება. ქობულეთში პროექტის ფარგლებში წყლის პრობლემა უნდა მოგვარდეს ოჩხამურში, ცეცხლაურში, ჯიხანჯურში, ქვედა კვირიკეში, მუხაესტატესა და ჩაქვისთავში.
პირველ ეტაპზე პროექტი ქედის და ხელვაჩაურის 5-სოფელსაც მოიცავს. სამუშაოები სრულად 2026 წლისთვის უნდა დასრულდეს.
პროექტის ღირებულება დაახლოებით 100 მლნ ევროს შეადგენს. აჭარის დაბებისა და სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამა გერმანიის განვითარების და რეკონსტრუქციის ბანკის და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.