ირაკლი კობახიძე 16 მარტს აზერბაიჯანს, ხოლო მომდევნო კვირაში სომხეთს ეწვევა

14 მარტი 2024, 19:14 441 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 16 მარტს აზერბაიჯანს, ხოლო მომდევნო კვირაში სომხეთს ეწვევა.

„მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობების გაღრმავება არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი, აქედან გამომდინარე შემთხვევითი არ არის, რომ ბრიუსელში ვიზიტის შემდეგ ვიზიტები შედგება მეზობელ ქვეყნებში.

შაბათს ვიზიტი იქნება აზერბაიჯანში, ამას მოჰყვება ერთ კვირაში ვიზიტი სომხეთში. საუბარი გვექნება ყველა საკითხზე, რომელიც უკავშირდება ორმხრივ თანამშრომლობას. მნიშვნელოვანია რეგიონში მშვიდობის უზრუნველყოფა და აქ, ჩვენი ქვეყანა ყოველთვის ასრულებდა დადებით როლს, შესაბამისად, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ორმხრივი ურთიერთობები გაღრმავდეს და ხელი შევუწყოთ მშვიდობასა და სტაბილურობას“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი