დაიწყო თუ არა გამოძიება ადიგენში მომხდარი დაპირისპირების საქმეზე? - შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ დრომდე ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია.
სახელდახელოდ მოწყობილი მეჩეთის გამო დაწყებულ კონფლიქტს მესამე სექტორი ეხმაურება - "სოციალური სამართლიანობის ცენტრი" მომხდარს დისკრიმინაციულ ფაქტად აფასებს და ხელისუფლებას, კონსტიტუციურად გარანტირებული უფლებების დაცვისთვის, ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს.
მეჩეთად ქცეული სახლი ადიგენში მართლმადიდებლებსა და მუსლიმებს შორის დაპირისპირების მიზეზი გახდა. მუსლიმთა სამმართველომ განცხადება გაავრცელა, სადაც მომხდართან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვეს და მხარეებს სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდეს.