კვარაცხელიას მორიგი გოლი

09 მარტი 2024, 10:00 827 ნახვა

სერია A-ს 28-ე ტურში „ნაპოლისა“ და „ტორინოს“ მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. „სტადიო მარადონაზე“ გამართულ შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა.

ხვიჩა კვარაცხელიას პირველი ტაიმის დამთავრებამდე ორი რეალური საგოლე მომენტი ჰქონდა, მაგრამ მოწინააღმდეგის მეკარემ  კარის გადარჩენა შეძლო. 

28 ტურის შემდეგ „ნაპოლის“ 44 ქულა აქვს და მეშვიდე ადგილზეა. კვარაცხელიას კი უკვე ათი გოლი დაუგროვდა. ნაპოლისა და ტორინოს შეხვედრის შემდეგ გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა ქართველ ფეხბურთელებზეც ისაუბრეს.

ცნობისთვის „ნაპოლი“ 44 ქულით მე-7 ადგილზეა და შემდეგ შეხვედრას 13 მარტს ჩემპიონთა ლიგაზე გასვლაზე „ბარსელონასთან“ ჩაატარებს.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი