„უსაფრთხოების სკოლის“ მეხუთე სეზონი დასრულდა. 29 სტუდენტმა საფრთხის შემცველ სიტუაციებში სწრაფად ორიენტირება და თავის დაცვა შეისწავლა, გაიარეს ფიზიკური მომზადების კურსიც.
უსაფრთხოების სკოლა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პროექტია.
სხვადასხვა სეზონზე უსაფრთხოების სკოლაში ასზე მეტმა ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა.