გერმანიის ელჩი ლავროვის უწყებაში დაიბარეს

04 მარტი 2024, 14:05 524 ნახვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ  გერმანიის ელჩი ალექსანდრე გრაფ ლამბსდორფი მას შემდეგ დაიბარა, რაც რუსულმა მედიამ გამოაქვეყნა გერმანელი სამხედრო მაღალჩინოსნების შეხვედრის აუდიოჩანაწერი.

38-წუთიან  ჩანაწერში გერმანელი ოფიცრები განიხილავდნენ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებასა და კიევის მიერ ყირიმის ხიდზე პოტენციურ დარტყმას.

გერმანიამ სამხედროების ჩანაწერის გავრცელების შემდეგ რუსეთი საინფორმაციო ომში დაადანაშაულა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში