წყალმომარაგების ახალი ქსელის მოწყობის სამუშაოები კახაბრის დასახლებაში 

04 მარტი 2024, 12:00 720 ნახვა

კახაბრის დასახლებაში წყალმომარაგების ახალი ქსელის მშენებლობა დაიწყო.  ბათუმის მერიის ინფორმაციით, სამუშაოების დასრულების შემდეგ კი, უწყვეტი წყალმომარაგებით 500-მდე ოჯახი ისარგებლებს.

პროექტი ითვალისწინებს რეზერვუარის, საწნეო ხაზისა და გამანაწილებელი ქსელის მშენებლობას. სამუშაოები 2025 წელს დასრულდება.

ამავე პროექტის ფარგლებში, ზედა მახინჯაურში წყალმომარაგების რეზერვუარისა და გამანაწილებელი ქსელის მშენებლობა დაიწყო, რომლითაც 150 ოჯახი ისარგებლებს.   

ინფორმაცია და ვიდეო მასალა ბათუმის მერიამ მოგვაწოდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი