რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ნახევარფინალში პორტუგალიის ნაკრებმა ესპანეთი დაამარცხა და ფინალში გავიდა. ესპანელებმა ტაიმი 20:12 მოიგეს და მეორე ტაიმის დასაწყისში უპირატესობა კიდევ გაზარდეს, მაგრამ შემდეგ პორტუგალიის ნაკრებმა მეტოქეს შანსი აღარ მისცა და საბოლოოდ 33:30 მოიგო.
ამრიგად, 17 მარტს, პარიზში, რაგბი ევროპის ფინალში საქართველო და პორტუგალია დაუპირისპირდებიან.
ამ გუნდების ბოლო შეხვედრა მსოფლიოს ჩემპიონატზე ფრედ დასრულდა.