„ლოს ანჯელეს ლეიკერსისა“ და „დენვერ ნაგეტსის“ მატჩში ისტორიული შედეგი დააფიქსირა ლებრონ ჯეიმსმა. კალიფორნიული კლუბის ფორვარდმა მეორე მეოთხედის დასაწყისში ფარქვეშ შესვლისას ჩააგდო, რის შემდეგაც NBA-ში მისმა მონაგარმა კარიერაში 40 ათასი ქულა შეადგინა.
ლებრონი პირველი კალათბურთელია, ვინც ამ ზღვარს მიაღწია.
„რა თქმა უნდა, ვერ ვიტყვი, რომ ეს არაფერს ნიშნავს ჩემთვის. ასეთი რამ ადრე არავის გაუკეთებია, და ჩემთვის კარიერის ამ მომენტში ასეთ როლში ყოფნა განსაკუთრებული მოვლენაა. არის თუ არა ეს ყველაფრის მწვერვალი, რაც კარიერაში გამიკეთებია? არა. მაგრამ ამას აქვს გარკვეული მნიშვნელობა? რა თქმა უნდა. აბსოლუტურად“, – განაცხადა ჯეიმსმა.