დედის დღე ღვაწლმოსილ დედას, რუსუდან დიასამიძეს მიულოცეს ქედაში. რუსუდანი სამი შვილის დედაა. პროფესიით მედიკოსია და 40 წელი საზოგადოებრივ ჯანდაცვაში მუშაობდა.
დედის და ქალთა დღესთან დაკავშირებით, ქედის მუნიციპალიტეტის მერია, 75 ქალს გადასცემს ფასიან საჩუქრებს.
დედისა და ქალთა დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, 8 მარტს ქედის კულტურის ცენტრში კონცერტია დაგეგმილი.