პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

29 თებერვალი 2024, 18:52 419 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მასიმილიანო დ'ანტუონოს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა იტალიელ დიპლომატთან ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა შემდგომი ინტეგრაციის პროცესში იტალიის რესპუბლიკის, როგორც ევროკავშირის ერთ-ერთი დამფუძნებელი წევრის, მხარდაჭერის მნიშვნელობას. შეხვედრაზე ასევე განიხილეს საქართველოსა და იტალიის რესპუბლიკას შორის ორმხრივი თანამშრომლობა. ყურადღება გამახვილდა სავაჭრო და ეკონომიკურ, აგრეთვე − თავდაცვის, განათლებისა და კულტურის სფეროებში ნაყოფიერ თანამშრომლობაზე. გამოითქვა არსებული პარტნიორობის კიდევ უფრო გაძლიერების მზაობა.

ირაკლი კობახიძემ მასიმილიანო დ’ანტუონოს საქართველოს ევროპული მომავლის, ასევე ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი