ავიაკომპანია „ლუფთჰანზას“ თანამშრომლების გაფიცვა

28 თებერვალი 2024, 14:08 452 ნახვა

გერმანიაში ავიაკომპანია „ლუფთჰანზას“ თანამშრომლებმა სამდღიანი გაფიცვა დაიწყეს. ისინი ანაზღაურების მატებას ითხოვენ.

კომპანია „ლუფთჰანზას“ წარმომადგენლებმა კი აღნიშნეს, რომ გაფიცვის შესახებ 12 საათით ადრე გამოცხადება გაუგებარი და უპასუხისმგებლო ნაბიჯია. მათივე ინფრომაციით, პროფკავშირის წარმომადგენლებს ხელფასებთან დაკავშირებით გაუმჯობესებული შეთავაზება უკვე გააცნეს.

ავიაკომპანიასა და პროფკავშირებს შორის მოლაპარაკებები 13 და 14 მარტს არის დაგეგმილი.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი