გრიგოლ ჩაბრაძე კარიერას ირანში გააგრძელებს 

28 თებერვალი 2024, 10:01 451 ნახვა

საქართველოს ნაკრებისა და ბათუმის „დინამოს“ მცველი გრიგოლ ჩაბრაძე კარიერას ირანში, „ზობ ახანში“ გააგრძელებს, ინფორმაციას „ტრანსფერმარკეტი“ ავრცელებს.

27 წლის ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერი 27 თებერვალს დადასტურდა, ის ირანულ კლუბში თავისუფალი აგენტის სტატუსით ჩაირიცხა. ჩაბრაძე „საბურთალოს“ აღზრდილია და თბილისურ გუნდში 2013–2019 წლებში თამაშობდა.

2020 წელს იჯარით „თელავში“ გადავიდა, 2021 წლის იანვარში კი – ბათუმის „დინამოში“. იყო საქართველოს 17, 19 და 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების წევრი.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი