დონაციის აქცია

18 მარტი 2017, 00:00 2952 ნახვა

“გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე”- ამ სახელწოდებით უანგარო დონორთა აქცია საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს გადაცემა “დილის ტალღის” ორგანიზებით კინოთეატრ აპოლოში, ძმები  ნობელების მუზეუმსა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოეწყო. მაუწყებლის თანამშრომლებმა  სხვა მოხალისეებთან ერთად, სისხლი ჯანმრთელობის ცენტრ “მედინა”-ს და შპს “ჰემო 2012”-ს გადასცეს. აქცია ამ დროისთვის დასრულებულია, თუმცა სურვილის შემთხვევაში ნებისმიერ დროს შეგიძლიათ გახდეთ დონორი და გადაარჩინოთ  სიცოცხლე.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი