პარიზში ევროპის 20-მდე ქვეყნის ლიდერი უკრაინის საკითხზე იმსჯელებს. ელისეის სასახლის წარმომადგენლის განცხადებით, ევროპელი ლიდერები რუსეთის პრეზიდენტს მკაფიო გზავნილს გაუგზავნიან, რომ უკრაინის საკითხებში ევროპა მტკიცეა და ისინი უპირისპირდებიან რუსეთის ნარატივს, რომ ის აუცილებლად მოიგებს ომს.
პარიზში შეხვედრას გერმანიის კანცლერი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ესპანეთის პრემიერ-მინისტრი და სხვა ქვეყნის ლიდერებიც დაესწრებიან.
შეერთებული შტატებიდან კონფერენციაზე სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯიმ ო’ბრაიენი ჩავა.